ჩვენ შესახებ

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელის თხოვნა წყვილის ცხოვრებაში ქორწილზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ხელის თხოვნის მომენტი შესაძლოა უფრო დაუვიწყარიც კი გახდეს ვიდრე ქორწილი. თუ ქორწილს თქვენს ახლობლებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან იზიარებთ და ხშირად მათ ინტერესებს ითვალისწინებთ, დათმობების გაკეთება გიწევთ მშობლების, ტრადიციების თუ სხვა გარემოებათა გამო, ხელის თხოვნა პირიქით, ეს თქვენი პირადი, ინტიმური და დაუვიწყარი მოგონებაა, რომელიც მხოლოდ თქვენს სურვილებზეა მორგებული.

შეეშვით ხელის თხოვნის ვიდეოების მოძიებას და არ სცადოთ სხვისი გამოცდილების გაზიარება, რადგან ხელის თხოვნა ეს თქვენი ცხოვრების ინდივიდუალური და განუმეორებელი მომენტია.

ჩვენთან, ხელის თხოვნის ყველა იდეა მორგებულია წყვილის ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის დეტალებზე: რა უყვარს თქვენს რჩეულს, რა ინტერესები აქვს, რა გაერთიანებთ, რომელი გამორჩეული ადგილები გაქვთ, რომელი მოგონებებია მნიშვნელოვანი და ა.შ. აქედან გამომდინარე, თქვენი ჩართულობის გარეშე, ჩვენ ვერ გვექნება ხელის თხოვნის წინასწარ გამზადებული სცენარი და რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ თქვენგან, მით უფრო შევძლებთ უნიკალური და თქვენზე მორგებული ხელის თხოვნის ვერსია და მისი ორგანიზება შემოგთავაზოთ.

ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი „ივენთ მენეჯერებისგან“, რომლებიც წლებია ახორციელებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას. დაგეგმილი და განხორციელებული გვაქვს მუსიკალური კონცერტები (უცხოელი არტისტების ჩათვლით), სპორტული ღონისძიებები, სემინარები, ვორქშოპები, ე.წ. „თიმ ბილდიგნები“ და ა.შ. შესაბამისად, ვფლობთ და ხელი მიგვიწვდება ხელის თხოვნის ორგანიზებისთვის ყველა საჭირო რესურსსა და ინვენტარზე.

სანამ ხელის თხოვნის ორგანიზება პროფესიონალურ დონეზე დავიწყეთ, მანამდე არაერთი სიურპრიზი ხელის თხოვნა მოვაწყვეთ ჩვენი მეგობრებისთვის. ამ აქტივობაზე მოთხოვნამ ისე იმატა, რომ მისი პროფესიონალურ დონეზე მომსახურებად ქცევა გადავწყვიტეთ და საკმაოდ წარმატებითაც.

ჩვენ არ გვაქვს პორტფოლიო, რადგან ყველა ჩვენი განხორციელებული ხელის თხოვნა, ამ მომსახურების თავისებურებიდან გამომდინარე,  სრულიად ანონიმურია. ვთვლით, რომ ყოველი ჩვენი „ჩარევა“ წყვილისთვის ასეთ პირადულ პროცესში არის მხოლოდ დამხმარე და არა განმსაზღვრელი. შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვრჩებით განზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვასაჯაროვებთ არცერთი ხელის თხოვნის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას.

იმისათვის, რომ თქვენი დახმარება შევძლოთ, შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ ონლაინ კითხვარი ამ ბმულზე.