რას გთავაზობთ

დაგვეთანხმებით, რომ ხელის თხოვნა საკმაოდ ამაღელვებელი პროცესია. ამ პროცესში ბუნებრივია, რომ თქვენი მეგობრების, ახლობლების ან თუნდაც პროფესიონალების დახმარება დაგჭირდებათ.

ჩვენ მზად ვართ მოვარგოთ ჩვენი მომსახურება თქვენს სურვილებს. შესაბამისად, ჩვენთან თანამშრომლობის რამდენიმე სცენარიდან თქვენ თვითონ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:

  1. გთავაზობთ მხოლოდ ხელის თხოვნის იდეას და მისი განხორციელების გზას
  2. გთავაზოვთ ხელის თხოვნის იდეას და გეხმარებით მის განხორციელებაში
  3. გთავაზობთ ხელის თხოვნის იდეას და სრულად ვაორგანიზებთ მას
  4. ვახორციელებთ თქვენი არსებული ხელის თხოვნის იდეის დახვეწას და ვმოქმედებთ ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი სცენარით
  5. ორგანიზებას ვუწევთ ხელის თხოვნის თქვენი სცენარის სრულ ან ნაწილობრივ განხორციელებას

ხელის თხოვნის დაგეგმვა მოიცავს ყველა დეტალს ლოკაციის შერჩევიდან დაწყებული, მისი ფოტო-ვიდეო გადაღება-მონტაჟით დამთავრებული. თქვენ ირჩევთ თუ რა გსურთ კონკრეტულად ჩვენი შემოთავაზებიდან და ჩვენ ვასრულებთ.

რაც ყველაზე მთავარია, თქვენი ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.

ვიცით, რომ ეს დღე მხოლოდ თქვენ და თქვენს რჩეულს ეკუთვნის და ჩვენ მხოლოდ საჭირო დროს, საჭირო ადგილას გავჩნდით. შესაბამისად, თქვენი რჩეული ვერასოდეს გაიგებს, რომ ჩვენ რაიმე კავშირი გვაქვს ამ დღესთან. აქედან გამომდინარე, ყველა ფოტო-ვიდეო მასალა თუ ინვენტარი სპეციალურად თქვენთვის მზადდება და თქვენს საკუთრებაში რჩება.

ჩვენი მომსახურების ღირებულება სრულად დამოკიდებულია თქვენს სურვილზე. ყველა ხელის თხოვნა ინდივიდუალურია და ვერც გარკვეულ პაკეტებს და განფასებას შემოგთავაზებთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენს მომსახურებას ფულადზე მეტად ემოციური ღირებულება აქვს და დაგვერწმუნეთ, ფულადი გამოხატულება გაცილებით ნაკლები იქნება ვიდრე თქვენი და თქვენი რჩეულის მიერ მიღებული ემოციური ღირებულება.

გაითვალისწინეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ხელის თხოვნის ორგანიზებას შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი მომზადების პროცესი ჰქონდეს, ასე რომ დაიჭირეთ თადარიგი თავიდანვე. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ხელის თხოვნას რამდენიმე თვეში ან თუნდაც 1 წლის შემდეგ აპირებდეთ, ამ შემთხვევაშიც არ არის ადრე, რომ უკვე შეგვატყობინოთ ამის შესახებ. რაც უფრო ადრე გვეცოდინება, მით მეტი რამის გაკეთებას შევძლებთ.

თუ კიდევ გაქვთ კითხვები, უფასო წინასარი კონსულტაციისთვის, შეგიძლიათ დაგვირეკოთ ამ ნომერზე: 599 22 41 39 ან მოგვწერეთ ჩვენს FACEBOOK გვერდზე.

თუ მზად ხართ, არ დაკარგოთ დრო, შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ ეს ონლაინ კითხვარი.